რა არის LED ეკრანი და როგორ შევარჩიოთ სწორი ზომა
- Admin
- Comment 3
-
რა არის და რისგან შედგება LED ეკრანი?
LED ეკრანი ბრტყელი დისპლეია, რომელიც ვიდეოს ჩვენებისთვის სინათლის გამოსხივების დიოდების ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ მატრიცულ მასივს პიქსელებად იყენებს. მისი მაღალი სიკაშკაშე შესაძლებელს ხდის გარე სივრცეებში, მზის პირდაპირი სხივის დაცემის შემთხვევაშიც, გამოსახულება მაღალი ხილვადობით გამოიტანოს.
როგორც ყველამ ვიცით, LED ეკრანი არსებითად აგებულია პატარა ერთეულებისგან, რომელსაც ეწოდება LED მოდულები, რომლებიც გაერთიანებულია LED ეკრანის კაბინეტების შესაქმნელად. კაბინეტებით შემდგომ წიყობა სრული ეკრანი. -
რა შინაარსის ჩვენებას გეგმავთ
თუ გჭირდებათ დინამიური ვიდეოების ჩვენება თანაც ისე რომ კამერით გადაღებისას არ ციმციმებდეს, მაშინ განახლების მაღალი სიხშირე (60+ ჰერცი), მაღალი სიკაშკაშე და გარჩევადობაა (პიქსელთა სიმჭიდროვე) უფრო პრიორიტეტული. ამ საკითხებს ქვემოთ უფრო ვრცლად განვიხილავთ.
-
სად გამოიყენება თქვენი LED დისპლეი. შიდა თუ გარე?
თუ ის შენობაშია, LED პანელის სიკაშკაშე და დაცვის დონე არ არის აუცილებელი იყოს ისეთი მაღალი, როგორი მოთხოვნებიც გარე განთავსების LED დისპლეებს ახლავთ.
შიდა ღონისძიებაზე ~ 3000 ლუმენი საკმარისია.
გარე განთავსებისთვის მიზანშეწონილია 3000-5000 ლუმენი, გამომდინარე იქიდან ექცევა თუ არა ეკრანი მზის სხივის პირდაპირ. ასევე, გარე განთავსების ეკრანი სასურველია IP65 სტანდარტს აკმაყოფილებდეს, რაც მას წვიმისგან, თოვლისგან და მტვრისგან დაიცავს (ვრცლად ამ სტანდარტზე წაიკითხავთ აქ) -
პიქსელთა რა სიმჭიდროვის (pitch) ეკრანი გჭირდებათ?
სიმჭიდროვე (pitch) იზომება პიქსელებს შორის ჰორიზონტალური (და ვერტიკალური) დაცილებებით.
ნომენკლატურა: P#, სადაც # აღნიშნავს პიქსელებს შორის მილიმეტრებს. მაგალითად:
P2: პიქსელებს შორის 2მმ-იანი (უფრო ზუსტად 1.953 მმ) დაცილება. 1კვ.მ. ფართობი შედგება 512x512 = 262,144 პიქსელისგან.
P2.6: პიქსელებს შორის 2.6მმ-იანი (უფრო ზუსტად 2.604 მმ) დაცილება. 1კვ.მ. ფართობი შედგება 384x384 = 147,456 პიქსელისგან.
P3: პიქსელებს შორის 3მმ-იანი (უფრო ზუსტად 2.976 მმ) დაცილება. 1კვ.მ. ფართობი შედგება 336x336 = 112,896 პიქსელისგან.
P4: პიქსელებს შორის 4მმ-იანი (უფრო ზუსტად 3.91 მმ) დაცილება. 1კვ.მ. ფართობი შედგება 256x256 = 65,536 პიქსელისგან.
P5: პიქსელებს შორის 5მმ-იანი (უფრო ზუსტად 4.81 მმ) დაცილება. 1კვ.მ. ფართობი შედგება 208x208 = 43,264 პიქსელისგან.
....
P10 ...
ზუსტი დაცილება იმიტომ არ არის მრგვალი რიცხვი (მაგ: 2მ -> 1.953მ) რომ 0.5x0.5მ და 0.5x1მ ზომის კაბინეტებისთვის (სტანდარტი გაქირავების ინდუსტრიაში) პიქსელთა რაოდენობები გათვლილია ბინარულ ჯერადებზე, ანუ ორის ხარისხებზე. მაგალითისთვის, 1.953მმ 1 მეტრში ზუსტად 512-ჯერ ეტევა (2^9 = 512) და ა.შ.
რაც უფრო მჭიდროდ გვხვდება ეკრანზე პიქსელები მით უფრო მაღალია როგორც მისი წარმოების, ისე ქირავნობის ფასიც.

შემდეგი ინფოგრაფიკები შეგიძლიათ გამოიყენოთ რათა გამოთვალოთ თქვენთვის როგორც სასურველი ხარისხის, ისე ყველაზე სარფიანი პიქსელთა სიმჭიდროვე. -
რა ზომის ეკრანი გჭირდებათ?
ეკრანის ზომის შესარჩევად არსებობს ე.წ. rule-of-thumb მზა ფორმულა:
ვიღებთ აუდიტორიის ყველაზე შორეულ წერტილს F. ეკრანის სიმაღლე უნდა იყოს დაახლოებით F/6 - F/8 შუალედში. მაგ: თუ მაქსიმალური დისტანცია 30 მეტრია, ეკრანის სიმაღლე უნდა იყოს 30/6 - 30/8 ინტერვალში, ანუ 5 - 3.75 მეტრს შორის.
ასპექტის თანაფართობა (aspect ratio):
სიგანე:სიმაღლე
16:9 / 4x3 / 5x3 ზე არის ყველაზე პოპულარული თანაფარდობა, რომელიც გამოიყენება ვიდეო-ინტენსიური გამოსახულებისთვის, თუმცა კინოჩვენებებისას შესაძლოა უფრო განიერი, 1.85:1 - 2.4:1 (ინტერვალი) თანაფარდობებიც შეგვხვდეს.
ტექსტური პრეზენტაციის შემთხვევაში სასურველია შედარებით უფრო მაღალი ეკრანის ქონა: მაგალითად, კვადრატული ფორმის.
ნებისმიერ შემთხვევაში, თანამედროვე ვიდეო პროცესორებს (Novastar VX400, TB50) აქვთ ე.წ. სქეილინგის ფუნქციაც, რაც ნიშნავს რომ ნებისმიერ განზომილებაზე შეიძლება გამოსახულების გაწელვა ვერტიკალური თუ ჰორიზონტალური მიმართულებით.