3 დამოუკიდებელი ეკრანი. (2 ცალი 3 მ² & 10.5 მ²) - შატო მუხრანი
- მთავარი
Warning: Undefined array key "projects" in /home/wizerent/public_html/view/pages/project.php on line 17
- Admin
- Comment 3
3 დამოუკიდებელი ეკრანი. (2 ცალი 3 მ² & 10.5 მ²) - შატო მუხრანი
2025 წლის მაისში დავამონტაჟეთ 3 დამოუკიდებელი P3 LED ეკრანი, (ორი პერიფერიული 3მ x 1მ და ერთი ცემტრალური 3მ x 3.5მ ეკრანი) შატო მუხრანში ქორწილის გასაფორმებლად. ეს LED ეკრანი გამოიყენებოდა სცენის ფონების შესაქმნელად, ასევე აჩვენებდა პერიოდულ ვიდეოკოლაჟებს, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა ღონისძიების ატმოსფეროს.
ეკრანებს შორის დაყენდა ვერტიკალური განათებები, რამაც თვალისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა სცენა. ჩვენი შიდა განთავსების LED ეკრანი დამონტაჟდა მოქნილ სადგამ კონსტრუქციაზე, დაიკავა მინიმალური ადგილი სცენაზე (60-70სმ). შესაბამისად დაეთმო მეტი ფართობი სცენაზე მდგომ მუსიკოსებს.
ასევე, ღონისძიებაზე განათების ნაწილში გამოყენებულ იქნა ჩვენი ამწე სვეტები და ჩვენი ფერმა (სულ 6 მეტრი). იხ. ფოტო/ვიდეო მასალა უკეთ აღსაქმელად.
ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ WIZE-ის LED ეკრანის გადაწყვეტილებები, რომლებიც ნებისმიერი ღონისძიებას გამორჩეული ვიზუალური ეფექტებითა და პროფესიონალური ხარისხით გაამდიდრებენ.