4x3 P3 შიდა განთავსების LED ეკრანი მოტო ფედერაციის გალა კონცერტისთვის
- მთავარი
Warning: Undefined array key "projects" in /home/wizerent/public_html/view/pages/project.php on line 17
- Admin
- Comment 3
4x3 P3 შიდა განთავსების LED ეკრანი მოტო ფედერაციის გალა კონცერტისთვის
ლოკაცია: რესტორანი ოტიუმი, თბილისი
ტექნიკური პარტნიორი: Wize.ge
2025 წლის იანვარში ჩვენ წარმატებით დავამონტაჟეთ P4 LED ეკრანი (4მ x 3მ) მოტო ფედერაციის გალა კონცერტზე. ეს 12 კვ.მ. LED ეკრანი ორი ძირითადი დანიშნულებით გამოიყენებოდა: ის წარმოადგენდა სცენის ეფექტურ ფონს, ასევე აჩვენებდა ვიდეოკოლაჟებს მთელი საღამოს განმავლობაში, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა ღონისძიების ატმოსფეროს.
ეს შიდა LED ეკრანი გამოირჩეოდა მაღალი რეზოლუციით, მკვეთრი ფერებით და შეუფერხებელი ტრანზიციებით, რაც მას იდეალურ არჩევანს ხდიდა მაუწყებლობის ეკრანისთვის, საპრეზენტაციო ეკრანისთვის და ღონისძიების LED დისპლეისთვის. LED ეკრანი დამონტაჟდა მოქნილ სადგამ კონსტრუქციაზე, დაიკავა მინიმალური ადგილი სცენაზე. შესაბამისად დაეთმო მეტი ფართობი სცენაზე მდგომ პირებს და მუსიკოსებს.
მომხმარებლის კომფორტისთვის, ჩვენ შეგვიძლია დავგეგმოთ და შესაბამისად ავტომატურად დავარეგულიროთ ეკრანის სიკაშკაშე დღის სხვადასხვა მონაკვეთებისთვის. უზრუნველვყოთ, რომ დღის ნათელ მონაკვეთში ეკრანზე იყოს მაღალი სიკაშკაშის გამოსახულება, იყოს ადვილად გარცევადი. ხოლო მზის ჩასვლის შემდეგ ან შუაღამის საათებში იკლოს სიკაშკაშემ, რაც აგვარიდებს მეზობლების მაღალი სიკაშკაშით შეწუხებას.
მიზანი: შევქმნათ ოპტიმიზირებული გამოსახულება დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
თუ თქვენ ეძებთ LED ეკრანის გაქირავების სერვისს თბილისში ან საქართველოს მასშტაბით, ჩვენ გთავაზობთ მრავალფეროვან LED დისპლეის გადაწყვეტებს, მათ შორის 4x3 LED ეკრანებს, ღონისძიების ეკრანებს და მაღალი ხილვადობის პანელებს კონცერტებისთვის, კორპორატიული ღონისძიებებისთვის თუ პრეზენტაციებისთვის.
ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ Wize.ge-ის LED ეკრანის გადაწყვეტილებები, რომლებიც ნებისმიერი ღონისძიებას გამორჩეული ვიზუალური ეფექტებითა და პროფესიონალური ხარისხით გაამდიდრებენ.