პადელის კორტების გრძელვადიანი აღჭურვა ჩვენი LED დისპლეით
- მთავარი
Warning: Undefined array key "projects" in /home/wizerent/public_html/view/pages/project.php on line 17
- Admin
- Comment 3
პადელის კორტების გრძელვადიანი აღჭურვა ჩვენი LED დისპლეით
2025 წლის 15 თებერვალს ჩვენ წარმატებით დავამონტაჟეთ 4.5 კვ.მ. (3x1.5მ) P3 LED ეკრანი 6 მეტრის სიმაღლეზე, რათა გავაუმჯობესოთ პადელის კორტების მომხმარებელთა გამოცდილება. ეს მაღალი რეზოლუციის LED ეკრანი რეალურ დროში აჩვენებს მიმდინარე დროს და ამინდის პროგნოზს, ასევე Gymbreeze-ის სლოგანს და ჩვენს ლოგოს, რაც მოთამაშეებსა და მაყურებლებს დღეში 24/7 სრულყოფილ ინფორმაციას აწვდის.
გარდა ამისა, აღნიშნულ ეკრანზე ხშირად გამოგვაქვს მოახლოებული ტურნამენტების მაცნე ვიდეო თუ ფოტო კოლაჟები, აგრეთვე მიმდინარე ტურნამენტის ბრეკეტი (ჩარტი).
ასევე შესაძლებელია რეკლამების კოლაჟების გაშვება გარკვეული დროის განმავლობაში, რაც ბიზნესებსა და ბრენდებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მიაწვდინონ ინფორმაცია სპორტული მოედნის ვიზიტორებს გამორჩეული ვიზუალური ეფექტებით და აამაღლონ ბრენდის ცნობადობა.
ეკრანი განკუთვნილია გარე პირობებისთვის, მისი ამინდის მიმართ მდგრადი კონსტრუქცია და მაღალი სიკაშკაშე უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის ხილვადობას როგორც სპორტულ მოედნებზე, ასევე სხვადასხვა ღონისძიებებზე.
ჩვენი გრძელვადიანი LED ეკრანის ინსტალაცია არის ჩვენი ვალდებულების ნაწილი, შევთავაზოთ პროფესიონალური LED ეკრანის გადაწყვეტილებები სპორტული ობიექტებისთვის, ღონისძიებებისთვის და ციფრული სარეკლამო საჭიროებისთვის. იქნება ეს საპრეზენტაციო ეკრანი, ციფრული ტაბლო, მაუწყებლობის LED ეკრანი თუ მაღალი მონტაჟის დისპლეი რეალურ დროში განახლებისთვის, ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველაფერს: მოქნილ ინსტალაციას როგორც შიდა, ისე გარე გარემოსთვის, შეუფერხებელ ჩვენებას, როგორც კოლაჟის, ისე პირდაპირ ეთერში.
თუ თქვენ ეძებთ მაღალი გარჩევადობის LED ეკრანს, ჩვენ გთავაზობთ LED ეკრანის გაქირავებას თბილისში და საქართველოს მასშტაბით, მათ შორის შიდა LED ეკრანები, სცენის ეკრანები და კომპაქტური LED დისპლეები პატარა და საშუალო ღონისძიებებისთვის.